ქართული
ბაუმგარტნერი
16,95 ₾რატომ ვეჭიდებით სიყვარულს მაშინაც კი, როცა მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება შესაძლოა, გამანადგურებელი აღმოჩნდეს?
71 წლის ბაუმგარტნერი, ფენომენოლოგი, ფილოსოფიის ლექტორი და მწერალი, 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს გლოვობს, დარდს კი ხან ანას საცვლების გადალაგება-გადმოლაგებით, ხანაც მისთვის უხამსი წერილების წერით უმკლავდება. ტკივილი ყოველ დღე, სხვადასხვა ფორმით ახსენებს თავს, თუმცა, თავად კარგად იცის, მისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმას რომ ნიშნავს.
ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი პროზაიკოსის, პოლ ოსტერის, ბოლო რომანი “ბაუმგარტნერი” სიყვარულის, გლოვისა და მეხსიერების მრავალ განზომილებაზე გვიამბობს – ეს არის ამბავი გაუჩინარებაზე, მელანქოლიაზე, სევდასა და ერთ დარდისგან შეშლილ კაცზე.
ყინულის სასახლე
16,95 ₾ნორვეგიელი ავტორის, თარიაი ვესოსის რომანი “ყინულის სასახლე” პოეტური პროზის უნიკალური ნიმუშია.
რომანში ორი მეგობრის, სისისა და უნის ამბავია მოთხრობილი. ამ ორმა ახალგაზრდა გოგონამ მხოლოდ ერთი საღამო გაატარეს ერთად, თუმცა ერთმა ხანმოკლე საღამომ ორივეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა… ხოლო როდესაც სისი აღმოაჩენს, რომ უნი უეცრად უკვალოდ გაქრა, მის ცხოვრებაში აქამდე უცნობი, ტკივილისმაგვარი გრძნობა ისადგურებს.
„ყინულის სასახლე“ პოეტურად მოთხრობილი, ამაღელვებელი ამბავია მარტოობაზე, ბავშვურ საიდუმლოებებზე და იმ უხილავ ძაფზე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს.
ნიჭიერი მისტერ რიპლი
22,95 ₾ნიუ-იორკის თავბრუდამხვევ სამყაროში ახლად აღმოჩენილი მომხიბვლელი და ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაგზავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.
იტალიიის პეიზაჟებითა და დიკის ცხოვრებით თავბრუდახვეული ტომისთვის, ერთი შეხედვით, უწყინარი აღფრთოვანება მალე მომაკვდინებელ აკვიატებად იქცევა. სასოწარკვეთილი და, ამავე დროს, გონებამახვილი, ტომ რიპლი თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.
“ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ეს არის რომანი შიშზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, მომაკვდინებელ ამბიციებსა და აკრძალულ ვნებაზე. პატრიშია ჰაისმითი მკითხველს თავსატეხს უჩენს, ამოხსნას პერსონაჟი, რომელიც არასდროსაა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს.
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ
29,95 ₾რიჩარდ ფლენეგანის რიგით მეექვსე, ბუკერის პრემიის მფლობელი რომანი “ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ფონზე დრამატულ სასიყვარულო ამბავს გვიყვება. ავსტრალიელი ექიმი, დორიგო ევანსი ავსტრალიელი ჯარისკაცების სამხედრო მეთაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ბირმასა და ტაილანდს შორის რკინიგზა გაჰყავდათ. მტანჯველი შრომის პარალელურად კი მთავარი გმირის დამაინტრიგებელი სასიყვარულო ისტორია იშლება. დორიგო ევანსს ბიძამისის ახალგაზრდა ცოლთან გაბმული რომანის მოგონებები არ ასვანებს. ერთ დღესაც ექიმი წერილს მიიღეებს, რის შემდეგაც ყველაფერი იცვლება.
“ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” არის ამბავი ბედისწერაზე, მეხსიერებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე.
მკვლელი მწერლები
19,95 ₾მწერალი და მკვლელი თითქოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებები უნდა იყოს, თუმცა ლიტერატურის ისტორიას კარგად ახსოვს მწერლები, რომლებსაც კალმის ნაცვლად იარაღი ხელში არაერთხელ აუღიათ.
შოთა იათაშვილი დოკუმენტური ჰორორის ჟანრში დუელიანტების, სამხედრო დამნაშავეებისა და შურისმაძიებლების, მძარცველებისა და თაღლითების, მანიაკებისა და კანიბალების, შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
“მკვლელი მწერლები” ერთდროულად დოკუმენტური ანთოლოგიაცაა და ინტელექტუალური პროვოკაციაც – ხელოვნების, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეჭყიტვის მეტად წარმატებული მცდელობა.
რაც უნდა დუმილით მეთქვა
5,00 ₾კურთხეულ იყოს ადამიანის მაძიებელი გონება, მისი მარად დაუოკებელი ჟინი შეუცნობელში შეღწევისა. ვინ იცის, სად გადის, ჩვეულებრივი გონებისთვის მოუხელთებელ რომელ მერიდიანზე ადამიანის მოდგმის შესაძლებლობათა ზღვარი…” – ზურაბ ცხონდია.
ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში
50,00 ₾ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოდა როგორც რთული სოციალურ-კულტურული ფენომენი არ არის სათანადოთ შესწავლილი. ჩემი წიგნი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული – მოდის თეორიის ზოგად კონტექსტში მოცემულია ქართული პოსტსაბჭოთა მოდის პრაქტიკების სხვადასხვა ასპექტების ანალიზის მცდელობა.
პირველად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განიხილება მოდის თეორია როგორც ინტერდისციპლინარული სფერო.
წარმოდგენილია : პოსტსაბჭოთა ქართული მოდური პროცესის განვითარება იდენტურობისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში – მოდის თეორია, საბჭოთა მოდა, Casual, მოდის ლიბერალიზაცია, სუბკულტურული კოდი ტანსაცმელში, სტრატიფიკაცია, მოდური კოდი ტანსაცმელში, მომხმარებლობა, Fashion-ბიზნესი, დიზაინ-განათლება) ; ქართული მოდის ბაზარი მისი ძირითადი პრობლემების კონტექსტში, როგორც მოვლენა, რომელიც იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში თავისი სპეციფიკური კანონზომიერებებით, მოცემულია რეკომენდაციები ; წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა ქართული დიზაინერული განათლების ავტორისეული კონცეფციის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა (2013 წლიდან)
იოსები და ძმანი მისნი
49,95 ₾თომას მანმა 1926 წელს მეტად გაბედული „გონებისმიერი ექსპერიმენტი“ წამოიწყო. მან
გადაწყვიტა, იოსებ ეგვიპტელზე არსებული ბიბლიური ლეგენდის საფუძველზე შეექმნა
რომანების ციკლი – „იოსები და ძმანი მისნი“.
ეს რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თომას მანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა,
მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ტექსტია. ალბათ, უპირველესად, მანის სწორედ ამ
ნაწარმოებს გულისხმობდა ენაკვიმატი ბერტოლდ ბრეხტი, როცა ირონიული ღიმილით
აცხადებდა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობებიო“.
თომას მანმა განავრცო და ხელახლა გადმოსცა იოსების ამბავი, რისთვისაც მის ხელთ
არსებული ყველა თანამედროვე ლიტერატურული საშუალება მოიშველია – „იდეური არსენალიდან
თხრობის ტექნიკამდე“. რაც მთავარია, ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში
სამშობლოდან გადახვეწილმა გერმანელმა მწერალმა მკითხველი „წარსულის“ უძირო „ჭაში“
ჩაახედა და ანტისემიტიზმის შხამით მოწამლულ თანამემამულეებს უძველეს იუდეურ
ტრადიციასთან დაკავშირებული ბიბლიური ამბავი ახლებურად წააკითხა. ამიტომაც მანს
განსაკუთრებით სწორედ ის ესახელებოდა, რომ ამ ნაწარმოებით „ფაშიზმს მითოსი ხელიდან“
გააგდებინა: მან ხომ რასობრივი უპირატესობის ბოდვითი იდეების ბრბოსათვის შეთითხნილ
ფაშისტურ მითს „იუდეველთა სულიერ სამყაროზე“ დაწერილი რომანი დაუპირისპირა. ალბათ
დიდწილად ამანაც განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში თომას მანის
დამსახურების უპირობოდ აღიარება.
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ
პერიოდში, მანის რომანში გაცოცხლებული ძველაღთქმისეული ლეგენდები მკითხველთა
მომდევნო თაობებისთვის ერთგვარი დროითი ხიდი გამოდგა უხსოვარ წარსულსა და მომავალს
შორის; თავად ავტორის თქმით, ტექსტში „წინა პლანზე გადმოინაცვლებს დაინტერესება
ტიპური, მარადსაკაცობრიო, მარადგანმეორებადი, დროის მიღმა არსებული მოვლენებით, ერთი
სიტყვით, მითოსური ამბებით“. აქ მსოფლიოს ყველა მითოლოგია: ებრაული, ბაბილონური, ეგ-
ვიპტური თუ ბერძნული – ერთ „ჭრელ გორგლადაა დაგრაგნილი“. ასე აღმოჩნდება თანამედროვე
მკითხველი არქაულ მითოსთან, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ნიმუშთან და ფორმასთან,
დროის მიღმა არსებულ სქემასთან და ძველთაგანვე დადგენილ ფორმულასთან გაშინაურებული.
ღამისთევა ფინეგანისათვის
29,95 ₾ჯეიმზ ჯოისის უკანასკნელი რომანი „ღამისთევა ფინეგანისათვის“ რევოლუციური შედევრია, რომელზეც ავტორი 17 წელი მუშაობდა და 60-მდე ენა გამოიყენა. „მეხუთე სახარებად“ წოდებული რომანის მთავარი სირთულე, მრავალენოვანობის გარდა, უხვი ალუზია-რემინისცენციები და სიტყვათა ვირტუოზული თამაშია. რომანს ხშირად „ღამის წიგნად“ მოიხსენიებენ, რადგან მოქმედება ღამით ხდება, როდესაც ადამიანის არაცნობიერი განსაკუთრებით ბნელი, ბუნდოვანი და შეუცნობელია. „რა ხდება ძილის დროს, სიზმარში – აი, რისი გადმოცემა მსურს“, – წერდა ჯოისი.
ჯეიმზ ჯოისმა თავის Magnum opus-ის სათაურში მრავლობითით გამოიტანა გვარი Finnegans – რაც მიუთითებს, რომ თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე და ყველანი ერთად ვართ „ფინეგანები“, რომელთაც აღდგომა-განახლებისთვის დაცემა და სიკვდილი უნდა განვვლოთ. ფინეგანის გაცოცხლება ირონიულ-პაროდიულია, რადგან სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში მკვდრეთით ღმერთები/გმირები აღდგებიან, ხოლო ჯოისის რომანის პერსონაჟი ამაღლებული საწყისისგან შორსმყოფი ერთი ჩვეულებრივი ლოთი, გახრწნილი კაცია. ფინეგანი ყველა დაცემული ღმერთი, ადამიანი და მითური გმირია, რომელთა აღდგომას ელის კაცობრიობა. „ღამისთევა ფინეგანისათვის“ ერთადერთი რომანია, რომელიც დღემდე არ თარგმნილა და პირველად გამოიცემა ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯეიმზ ჯოისის კვლევასა და თარგმნას დიდი ტრადიცია აქვს. ამ უკანასკნელს გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიკო ყიასაშვილმა ჩაუყარა მყარი საფუძველი.
თარგმნილია ჯოისის ყველა ნაწარმოები, ზოგიერთი მათგანი („დუბლინელები“, „ჯაკომო ჯოისი“) – რამდენჯერმეც კი
თეთრი ღამეები
24,95 ₾ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
პოლკოვნიკს არავის სწერს
24,95 ₾დაიბადა 1927 წლის 6 მარტს, კოლუმბიის პატარა სოფელ არაკატაკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სადაც დედის მშობლებმა გაზარდეს. 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, თავისი პირველი მოთხრობა „მესამედ შეგუება“, 20 წლის ასაკში დაწერა, მომდევნო წელს კი ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და „საბეჭდი მანქანის ხიბლით მოჯადოებული“, ნახევარი საუკუნე ემსახურა ამ ორ პროფესიას. მისი პირველი რომანი „ფოთოლცვენა“ 1955 წელს დაიბეჭდა. დეკადის ბოლო წლები მან ჟურნალისტის რანგში, პარიზში, რომში, კარაკასში ბარანკიიაში, ბოგოტაში, ჰავანასა და ნიუ იორკში გაატარა, სანამ, 1961 წელს, მეხიკოში არ ჩაუშვა ღუზა, რომელიც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.
იმ წლებში გამოაქვეყნა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ და მოთხრობების კრებული „მამა გრანდეს დაკრძალვა“. გაჭირვების წლებისა და სამსახურებრივი პრობლემების შემდეგ, „მარტოობის ასმა წელიწადმა“ (1967) მსოფლიო აღიარება მოუტანა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. თხრობის მისეულმა მანერამ მარკესი მილიონობით ადამიანის საყვარელ მწერლად აქცია. 1975სა და 1985 წლებს შორის მან გამოაქვეყნა „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარული ჟამიანობის დროს“. სამი რომანი, რომელთა სიუჟეტები დიდი ხნით ადრე მოიხარშა მის გონებაში. პუბლიცისტური ნაწარმოებებიდან გამორჩეულია „საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ნაამბობი“. მისი სხვა სტატიები პუბლიცისტურ ხუთტომეულშია თავმოყრილი. ორმოცდაერთი მოთხრობა, რომელიც მან ოთხ წიგნში მოაქცია, ახლა ერთ გამოცემაშია შესული სათაურით „ყველა მოთხრობა“. 2002 წელს მწერალმა მოგონებების პირველი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“. მაგიური რეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ამტკიცებდა ჩემს ნაწარმოებებში ერთი სტრიქონიც არ არის რეალური ამბავი რომ არ ედოს საფუძვლადო. გარსია მარკესი 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა მეხიკოში.
კაიროსი
29,95 ₾ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“, ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.
რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგა დოების ფაქიზ და მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. სრულიად განსხვავებული პერსპექტივით მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ
გერმანიის (გდრ) შესახებ. დიდი ოსტატობით გვიყვება იმაზე, თუ რაოდენ პოლიტიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ პირადს ვეძახით და როგორ წამლავს ტყუილზე, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი ყველაზე სანატრელს და ძვირფასს, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვაბადია:სიყვარულს.
ჩემი პირველი ორენოვანი წიგნი
22,90 ₾„ჩემი პირველი ორენოვანი წიგნის“ დახმარებით ბავშვები გაიმდიდრებენ ლექსიკას და აღმოაჩენენ უცხო ენას! ქართულად და ინგლისურად შეისწავლიან პირველ სიტყვებს – ცხოველებს, ფრინველებს, რიცხვებს, ფერებს, ფორმებს, ტრანსპორტსა და საპირისპირო ცნებებს. ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული, ამ დიდი ზომის წიგნის გამოყენება პლაკატადაც შესაძლებელია. ის მცირე ასაკიდანვე ავითარებს სწავლის სიყვარულს, ვიზუალურ აღქმას, წარმოსახვას და ხელს უწყობს ენობრივ-გონებრივ განვითარებასა და ადრეული კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
გააფერადე და გაერთე – მანდალა არტთერაპია ბავშვებისათვის + სტიკერები
9,90 ₾არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. მისი ერთ-ერთი სახეა მანდალათერაპია, რომელიც სათავეს იღებს ინდუისტურ-ბუდისტური რელიგიური ტრადიციებიდან და მას „წმინდა ხელოვნებად“ მიიჩნევენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ არტთერაპია ბავშვს ხელს უწყობს: ნატიფი სამუშაოს შესრულებისა და გაფერადების პროცესში მიაღწიოს სიმშვიდეს და დაძლიოს სტრესი; გარკვეული ფორმებისა და ფერების საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი; გაიუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვების უნარი; განივითაროს ნებისყოფა, ხელისა და თვალის კოორდინაცია; განივითაროს გემოვნება, ხატოვანი აზროვნება და მეხსიერება.
გასაფერადებელი მანდალა არტთერაპია
9,90 ₾არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. მანდალა მისი ერთ-ერთი სახეა მანდალათერაპია, რომელიც სათავეს იღებს ინდუისტურ-ბუდისტური რელიგიური ტრადიციებიდან და მას „წმინდა ხელოვნებად“ მიიჩნევენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ არტთერაპია ადამიანს ხელს უწყობს: ნატიფი სამუშაოს შესრულებისა და გაფერადების პროცესში მიაღწიოს სიმშვიდეს და დაძლიოს სტრესი; გარკვეული ფორმებისა და ფერების საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი; გაიუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვების უნარი; განივითაროს ნებისყოფა, ხელისა და თვალის კოორდინაცია; განივითაროს გემოვნება, ხატოვანი აზროვნება და მეხსიერება.
ჩემი პირველი ცოდნის წიგნი ელფი
29,00 ₾ფერადი და მიმზიდველი ილუსტრაციებით გაფორმებული „ჩემი პირველი ცოდნის წიგნი“ სავსეა საინტერესო ფაქტებითა და ინფორმაციით ყველაფერზე: ცხოველებიდან ადამიანის სხეულამდე, გამოგონებებიდან სპორტამდე, ისტორიიდან კოსმოსამდე… ის შედგენილია ადვილად გასაგები ენითა და სახალისო ფორმით. ნებისმიერი ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს საიდუმლო ჩანართები, რომლებსაც მოუთმენლად გახსნიან და ბევრ შეკითხვაზე პასუხს იპოვიან. მაგალითად, რატომ აქვს სპილოს პარტყუნა ყურები? რომელი დინოზავრი იკბინებოდა ყველაზე ძლიერად? რომელია ყველაზე სწრაფი ცხოველი? რატომ ქსოვს ობობა ქსელს? რატომ არის ჭექა-ქუხილი ხმაურიანი? რამდენ ხანს შეგვიძლია სუნთქვის შეკავება? ვინ გამოიგონა კომპიუტერი?.. ზოგიერთი ფაქტი და ისტორია კი, შეიძლება, მათთვის შთაგონების წყაროდაც იქცეს. პატარები გაიფართოებენ ცოდნას და გაიგებენ უფრო მეტს იმ საოცარი სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ.
დინოზავრების სამყარო
24,95 ₾ამ არაჩვეულებრივი ნაკრების საშუალებით ცნობისმოყვარე პატარები იმოგზაურებენ პრეისტორიულ ხანაში, გაეცნობიან დინოზავრების სამყაროს და ერთმანეთს შეუთავსებენ სწავლასა და გართობას. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული სავარჯიშოების 2 წიგნში შეასრულებენ სახალისო და საინტერესო დავალებებს, ყუთში კი აღმოაჩენენ დინოზავრების თემაზე შექმნილ ფერად სტიკერებს, მაგნიტურ დაფასა და 30 მაგნიტურ დინოზავრს
ედელვაისებს
19,95 ₾ივა ფეზუაშვილის ახალი რომანი „ედელვაისებს“ სასიყვარულო წერილია.
წერილი,რომლის მთავარი ადრესატები ლიტერატურა, სამშობლო და შეყვარებული არიან.
ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება.
უსახელო პროტაგონისტი ევროპაში მოგზაურობს, მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა – ერთი შეხედვით, კარიერულად ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად ცხოვრებაში ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს. გამოსავალის ძიებაში მყოფი, დაუსრულებლად ერთი ქალაქიდან მეორეში გარბის და პასუხების პოვნის ნაცვლად, სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ წასვლაა თუ გაქცევა? და თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე?
და მთავარი:
შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?
გონის ფილოსოფია
58,00 ₾წიგნში წარმოდგენილია ჰეგელის კაპიტალური ნაშრომის “ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის” მესამე ნაწილი “გონის ფილოსოფია”
რა არის ნორმალური?
50,00 ₾“სულიერი და ქრონიკული დაავადებები ადამიანებში, დროდა- დრო, შეუჩერებლად იმატებს. როგორ მოვედით აქამდე? და რა გველოდება მომავალში? „ყველაფერი გამოღვიძებით იწყება… იმის მიმართ, რასაც ჩვენი სხეული გამოხატავს, და იმის მიმართ, რასაც ჩვენი გონება ახშობს”. ეს წიგნი სიცოცხლის ძალას აძლევს ადამიანს, რადგანაც გაბორ მატე ჩვენს პირად ტანჯვასა და თანამედროვე ცხოვრების შეუბ- რალებელ წნეხს ერთმანეთთან წერტილებით აკავშირებს _ გვი- ჩვენებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ზოგ- ჯერ ჩვენი იმ ბუნებრივი მდგომარეობის ანარეკლია, რომელიც საკუთარ თავთან გაუცხოებას გვაგრძნობინებს და თითქოს ნელ- ნელა გვაშორებს მას. ოთხწლიანი კლინიკური გამოცდილებითა და უამრავი ადამიანის ისტორიის გადმოცემით, რომლებმაც თავი- ანთი სხეული და გონება გარდაქმნეს, გაბორ მატე განკურნების დამაიმედებელ გზებს გვთავაზობს.”
გათავისუფლებული სული
16,95 ₾“ვინ ხარ სინამდვილეში? რა მოხდება, ყოველგვარი შეზღუდვისგან რომ გათავისუფლდე და საკუთარი შესაძლებლობების მიღმა გააღწიო? რა შეგიძლია აკეთო ყოველდღე საიმისოდ, რომ მსგავსი შინაგანი სიმშვიდე და თავისუფლება მოიპოვო? „გათავისუფლებული სული“ ამ კითხვებზე სადა და ინტუიციით ნაკარნახევ საოცრად ღრმა პასუხებს იძლევა. ეს შენთვის საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევის პირველი ნაბიჯია თუ, პირიქით, მთელი ცხოვრება ამ სამყაროში გარკვევას ცდილობ – ნებისმიერ შემთხვევაში სინგერის წიგნი შეცვლის შენს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. აღმოაჩენ, როგორ შეგიძლია გათავისუფლდე ჩვეული ფიქრების, ემოციებისა და ენერგიის შაბლონებისგან, რომლებიც შენს ცნობიერებას ზღუდავს. ეს წიგნი თვითრეალიზაციისა და ბედნიერებისკენ მიმავალი ცხოვრების გზაზე გაგიყვანს. “
რწმენითი ცოდნა
24,95 ₾„რწმენითი ცოდნა“ – ქადაგებების, ლექციებისა და ჩანაწერების ერთგვარი კრებული. ეს არის ღვთისმსახურის მიერ წმინდა წერილზე ფიქრის, წმინდა წერილში გონებით წვდომის გადმოცემა.
კნოსოსის სასახლეში
24,95 ₾რა არის თავისუფლება, თუ არა უმაღლესი სიკეთე?
ნიკოს კაზანძაკისის საბავშვო რომანი „კნოსოსის სასახლეში“ 1940 წელს დაიწერა, ის ცნობილი მითების რეფლექსიაა.
ეს რომანი უპირველესად შინაგან თავისუფლებაზეა, რომელიც ერთნაირად სჭირდება უფლისწულსაც, მეფის ასულსაც და მათ ქვეშევრდომებსაც. მთავარი გმირი ათენის უფლისწული თეზევსია, რომელიც საკუთარი თავისა და დანიშნულების ძიების გზაზე დგას. კაზანძაკისი ქმნის მინოსური კრეტისა და კნოსოსის სასახლის შთამბეჭდავ სურათებს, თუმცა გვაჩვენებს, რომ არაფერია ამ ქვეყნად სამუდამო, მათ შორის, არც საუკუნეების განმავლობაში ძლევამოსილი კრეტის დიდებულება.
მინოსურ სამყაროში განვითარებული ურთიერთობები სამეფოებსა თუ ადამიანებს შორის, პერსონაჟების ამაღელვებელი მოგზაურობა, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა და ავტორიტეტების მსხვრევა რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია. და მაინც, რა ფასი აქვს თავისუფლების მოპოვებას? რა ფასი აქვს მეგობრობასა და სიყვარულს? ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს ნიკოს კაზანძაკისი, რომელიც ირონიითა და ამავე დროს, დაძაბულობით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს.
„კნოსოსის სასახლეში“ რეალიზმსაც აერთიანებს და პოეზიასაც, მწერალი ახერხებს ერთდროულად დაგვანახოს უძველესი ცივილიზაციის სიბრძნე და დიდებულებაც, მაგრამ ისე, რომ არც ერთი წუთით არუგულებელყოს ის იდეალები, რომლებზეც მთელი
კაცობრიობა დგას.
ცა მიწიდან იწყება
14,95 ₾ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით. დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები. ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.
P/F
10,90 ₾არამ პაჩიანი თანამედროვე სომეხი ავტორია, არაერთი ეროვნული და უცხოური პრემიის მფლობელი (მათ შორისაა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურისთვის). მისი პირველი რომანი – „ნახვამდის, ჩიტო“ – 2012 წელს თავის სამშობლოში ბესტსელერი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.
2020 წელს გამოქვეყნებული P/F არამ პაჩიანის ერთ-ერთი უახლესი ნაწარმოებია – ფრაგმენტული, ექსპერიმენტული რომანი, რომელიც ჩანახატების კრებულს მოგვაგონებს. პოეტური სახეებითა და ახალი სიტყვებით გაჯერებულ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ძველი და ახალი ერევნის, მთხრობელის მოგონებებისა თუ აწმყოს შთაბეჭდილებების უჩვეულო სინთეზს. პროტაგონისტი, მეტსახელად P/F ქალაქის ქუჩებში მიუძღვის მკითხველს, ყურადღებას უმახვილებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე, პარალელურად კი ადამიანური გრძნობების ქაოსში ხვევს. მთხრობელის ცნობიერების ნაკადი საბოლოოდ ქალაქის წიაღში ჩაკარგულ, ღვთისგან დავიწყებულ მდინარე გეტარს ერთვის, რომელიც, ავტორის შეხედულებით, სიცოცხლეს განასახიერებს.
პიტნის შნაფსი
11,90 ₾„პიტნის შნაფსი“ გადარჩენის ისტორიაა. ეს ავტობიოგრაფიული მონათხრობია პატარა გოგონაზე, რომელიც ცდილობდა, უსიყვარულო, უგულო გარემოში თავი გადაერჩინა და საბოლოოდ შეძლო, ადამიანად დარჩენილიყო.
ნიტა ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სანამ ერთ დღეს დედა ახალ პარტნიორთან ერთად მიაკითხავს და თავისთან წაიყვანს. „ოჯახურ“ გარემოში გოგონა უფრო გულგრილ და სასტიკ მოპყრობას აწყდება, ვიდრე უწინ…
წიგნში აღწერილი ამბებიდან ბევრი წელი გავიდა. და ახლა, როცა ყველა ტკივილი, შიში და სევდა წარსულში დარჩა, ავტორი ეცადა, სხვა თვალით გაეაზრებინა დედის, ბებიისა და პერსონაჟებად ქცეული მისი ცხოვრების სხვა ადამიანების ქცევა და თავისი ისტორია სხვებისთვისაც მოეთხრო. მან ანონიმურობა არჩია, რათა ამ ამბავმა დამოუკიდელად გააგრძელოს არსებობა და ყველას, ვინც მას წაიკითხავს, რაღაც კარგი გაუღვიძოს.
კაპიტანი ტრიკო და ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის ბინძური ბრძოლა (6)
12,90 ₾ოინებისა და ხრიკების ჭეშმარიტი ოსტატების, ჰაროლდისა და ჯორჯის მორიგი მსხვერპლი სკოლის ჭკუისკოლოფა, მელვინ სნიდლი ხდება. მელვინი სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, თუმცა თვალის ერთ დახამხამებასა და ცხვირის ერთ დაცემინებაში ცინგლის მონსტრად იქცევა. შეძლებს კაპიტანი ტრიკო ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის შეჩერებას? ამას სერიის მეექვსე წიგნში შეიტყობ.
Of old hearts and sword
16,90 ₾The novel tells a story of chivalry, brotherhood, and a fractured homeland in the 19th century Georgia.
Baduna Pavneli, a young nobleman, is imprisoned for killing a Russian officer. While in jail, he misses a routine visit to the asylum to see his mentally disabled brother, Tedia.
Upon his release, Baduna discovers that Tedia has gone missing –
he has wandered off and could be anywhere. Determined to find him, Baduna sets off westward from Tiflis on a desperate search. All the while, Russian authorities pursue him across a divided Georgia: the eastern regions under Russian control. The western part of Georgia in the meantime leaning toward the Ottomans.
As we follow Baduna’s journey, the backstory gradually unfolds, revealing how their mother was kidnapped when they were only children, and taken from the east – westward.
Aka Morchiladze (the pen name of Giorgi Akhvlediani) is arguably the most renowned contemporary Georgian writer. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University, and also wrote for sports newspapers. Over the years, he has authored more than 30 books. Some of his works have been adapted into films and plays.
Morchiladze is the recipient of numerous literary awards in Georgia.
In 2018, he served as the honorary spokesperson at the Georgia Guest of Honour opening ceremony at the Frankfurt Book Fair. His books have been translated into multiple languages and are published in 13 countries.
სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო
26,60 ₾ნაწარმოებში აღწერილია ფინანსების გონივრულად მართვის წესები და ფუნდამენტური პრინციპები. მათზე დაყრდნობით და პრაქტიკაში დანერგვით უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიები შექმნეს ჯონ როკფელერმა, ენდრიუ კარნეგიმ, კორნელიუს ვანდელბირტმა, ლელანდ სტენფორდმა, პიერ პონტ მორგანმა, ჰენრი ფორდმა და ამერიკული ბიზნესის კიდევ სხვა წარმატებულმა გიგანტებმა. ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, …