ქართული
გალაპაგოსი
14,95 ₾კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.
აივნიანი ქალაქი
29,95 ₾“აივნიანი ქალაქი” ვალერიან (ნიკოლოზ) გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.
ასტროლოგია
29,95 ₾რაც არის ზემოთ – ის არის ქვემოთ. რაც არის შიგნით – ის არის გარეთ“ რამაზ გიგაურის ყოვლისმომცველი კვლევა ასტროლოგიის სამყაროს გარშემო მკითხველს კოსმიური გავლენების ღრმა ანალიზს სთავაზობს და აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ადამიანის ცხოვრებაზე. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თითოეული ზოდიაქოს უნიკალურ მახასიათებლებზე, პიროვნულ თვისებებსა და შესაძლო სიცოცხლის გზებზე. წიგნში ვრცლად არის განხილული ზოდიაქოს ნიშნების ურთიერთქმედება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ისტორიული კვლევებისა და ასტროლოგიის ღრმა ცოდნა იდეალური სინთეზია. ეს წიგნი წარმოადგენს საინტერესო სახელმძღვანელოს როგორც დამწყები მოყვარულებისთვის, ასევე გამოცდილი ასტროლოგებისთვის, რომლებიც ეძებენ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ შექმნილ დეტალურ გზამკვლევს. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებსა და ახლობლებს, გაიგეთ, როგორ უნდა აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პროფესია, როგორ იზრუნოთ ჯანმრთელობასა თუ ოჯახურ კეთილდღეობაზე, ამოიცნოთ სიყვარული.
ჟამთაძვრა
14,95 ₾კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!
იავნანამ რა ჰქმნა?!
11,95 ₾რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგოებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვეზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის – ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან – ლეკებთან ურიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული სხოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.
მოახლე
16,95 ₾ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?
მონა
23,95 ₾მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.
მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო
9,95 ₾XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო ეტაპობრივად დაიპყრო და ძალმომრეობით შეეცადა მის ადმინისტრაციულ მართვასა და რუსულ იმპერიულ სისტემასთან შერწყმას. მიდგომა შეიცვალა 1845 წლიდან, მას შემდეგ, რაც კავკასიაში მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი გამოგზავნეს.
წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის სწორედ ამ გარდამტეხი მომენტის, აგრეთვე მეფისნაცვლის ინსტიტუტისა და რუსული იმპერიული მმართველობის დამყარების პროცესის შესწავლას ინსტიტუციონალიზმის თეორიების მიხედვით.
ჯაყოს ხიზნები – პერსონაჟთა პროტოტიპები
8,95 ₾მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.
უბის წიგნაკებიდან
29,95 ₾საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომლებსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშ- ვილს მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული.
ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.
თანამედროვის ჩანაწერები
12,95 ₾საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია “წითელი 70” სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გააზიარებინოს, რა მასშტაბის სისატიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
გერონტი ქიქოძის “თანამედროვის ჩანაწერები” საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.
დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოზე გვიამბობს ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპილიკაზე, დაკარგული თავისუფლები, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდენიძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწაშვილი…
ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მაშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.
“წითელი 70” სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.
კრიშტიანო რონალდო
11,95 ₾ფეხბურთი მილიონების საყვარელი თამაშია. ის ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაცაა. სპორტის ნომერ პირველი სახეობის მეშვეობით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩენილა. ასე მოხდა ჩვენი გმირის შემთხვევაშიც. სწორედ ფეხბურთმა აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პოპულარულ, წარმატებულ და მდიდარ ადამიანად უბრალო მადეირელი ბიჭი, რომელიც, შესაძლოა საერთოდ არ დაბადებულიყო.
კრიშტიანო რონალდო შექმნა ფეხბურთმა და ამიტომაცაა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ასე უზომოდ, რომ უყვარს მისი უდიდებულესობა. ცხადია, იდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა ახალთაობისათვის, ხვალ და ზეგ დიდი ფეხბურთელობა რომ სურს, რონალდო იდეალურთან მიახლოებული მაგალითია.
ლებრონ ჯეიმსი
11,95 ₾უმამოდ, სიღარიბეში, საეჭვო რეპუტაციის თანატოლების გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭუნამ ტალანტის, თავდადებული შრომის, კალათბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით მთელ სპორტულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, მილიონობით მოზარდის საყვარელ და მისაბაძ ადამიანად იქცა.
ლებრონ ჯეიმსი 40 წლის ასაკშიც ბავშვური მოტივაციითა და ჟინით გადის სათამაშოდ და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას თვალები კვლავინდებურად მიამიტი ბავშვივით უბრწყინავს.
ცხოვრებისეულ-საკალათბურთო კრედო ყველაზე ზუსტად „კალათბურთის მეფის“ ამ გამონათქვამიდან მოჩანს: „ვცდილობ სამაგალითო ადამიანი ვიყო, შვილებს კეთილი საქციელის და საქმისკენ ვუბიძგო. როდესაც, შესაძლებლობის ზღვარს მიაღწევ, ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა სცადო. კალათბურთი ჰორიზონტივითაა – მას ვერ მისწვდები, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა იმოძრაო. იოცნებე, თითქოს მუდმივად იცოცხლებ, იცხოვრე ისე, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებ“.
სტივ ჯობსი
24,95 ₾ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.
ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.
ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.
მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.
წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.
„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი
ვინსენტ ვან გოგი
24,95 ₾სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!
მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.
ფეხბურთის კაცი
16,95 ₾ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.
მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!
პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!
სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!
ფეხბურთი ყველაფერია!
ფეხბურთზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!
სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა ტ.II
58,00 ₾არტურ შოპენჰაუერის ,,გენიალურ-ფილოსოფიური და ყოველგვარ ქებაზე მაღლა მდგომი” (ჟან პოლი) ,,სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა” გამოიცა 1818 წელს,გერმანიაში. ,,ფრანკფურტელი განდეგილის” პესიმისტური ფილოსოფიით მოხიბლულნი იყვნენ დიდი ადამიანები.ნიცშე წერდა – ,,ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს,რომლებმაც მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე ,უეჭველად იციან,რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ.თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა…”
შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული
20,90 ₾პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.
ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.
ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.
დილა და საღამო
14,90 ₾იბადება ბავშვი, რომელსაც იუჰანესს დაარქმევენ. კვდება მოხუცი, სახელად იუჰანესი. იუნ ფოსე ამ ორ მოვლენას შორის მოქცეულ მთელ ცხოვრებას განიხილავს, თუმცა ეს განსჯა უკიდურესად დაწურულია. იწყებს იუჰანესის მამის ფიქრებით, რომლებიც მშობიარე ცოლს დასტრიალებს და ასრულებს იოჰანესის ფიქრებით ერთ დღეს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად განსხვავებულად. „დილა და საღამო“ არის რომანი მშვენიერ ოცნებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.
სასოწარკვეთის აქტები
14,90 ₾ამ პროვოკაციული და მტკივნეული რომანის უსახელო მთხრობელი ქალი ხვდება მიმზიდველ მწერალ მამაკაცს, სახელად კირანს, და, თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, მთლიანად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ხანმოკლე, ყველაფრის წამლეკავი ვნებიანი რომანის შემდეგ მწერალი მოულოდნელად ტოვებს მას ეჭვების, აკვიატებულობისა და სევდის მორევში. და თუ ოდესმე დაუბრუნდება, ქალს გადაწყვეტილი აქვს, შეინარჩუნოს ის და მისი სიყვარული ნებისმიერ ფასად, თუნდაც ამ მცდელობამ განადგურებამდე მიიყვანოს.
ნაწილობრივ უსულო აღიარება, ნაწილობრივ აშკარა კრიტიკა. „სასოწარკვეთის აქტები“ გამოხატავს ცნობიერებას, განაწილებულს ამბოხებასა და მორჩილებას შორის, დამცირებისგან გაქცევასა და ამ დამცირების ეროტიზაციას შორის, გიყვარდეს და იყო სიყვარულის ობიექტი. ნოლანი საგანგაშო, ელექტრონული სიზუსტით განიხილავს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელ საიდუმლოს: რატომ გვინდა ის, რაც გვინდა და როგორ გვინდა ეს.
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
11,90 ₾აკა მორჩილაძე ჩამთრევი თხრობითა და მსუბუქი ირონიით აგვიწერს 90-იანი წლების თბილისის კრიმინალურ გარემოს და საზოგადოებრივ ყოფას. მთავარი პერსონაჟი, ზაზა, ამ ყოველდღიურობას ოცნებებით გაურბის და ნიცაში მოგზაურობას ნატრობს. ახალგაზრდების მომავალი და ოცნებები თბილისის კრიმინალურ ქაოსში იკარგება და ვითარების გარდაუვალობას ვერც ზაზა გაექცევა. რომანში ცხადად და ხატოვნად არის გადმოცემული რამდენიმე პერსონაჟის თვალთახედვა, რაც მას მულტიპერსპექტიული თხრობის არაჩვეულებრივ ნიმუშად აქცევს.ახლად დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყველაზე რთული დროების არსს გენიალურად გადმოსცემს მთავარი პერსონაჟის ერთი ფრაზა: „ვინც წელს გადავრჩებით,გაისად სურათი გადავიღოთ და „საქართველო“ დავაწეროთ
ძველი გულებისა და ხმლისა
11,90 ₾„სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს,“ – ასე ახასიათებს აკა მორჩილაძის ახალი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რუსი ქალბატონი, ქართველებს.
რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ.
რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა.
ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი – ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
პოლონეთის რევოლუცია – სოლიდარობა
25,00 ₾ტიმოთი გარტონ ეში (დ. 1955) არის ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი. მისი წიგნების უმეტესობა ეხება ევროპის თანამედროვე ისტორიას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს – 1980-იანი წლებიდან დღემდე.
წიგნში „პოლონეთი რევოლუცია: სოლიდარობა“ ავტორი წარმოგვიდგება, როგორც თვითმხილველი და ბრწყინვალე ანალიტიკოსი. ის გვიყვება როგორც გარდაიქმნა გდანსკის გემთსაშენის გაფიცვა პროფკავშირად, პროფკავშირი – სახალხო მოძრაობად, რომელსაც მუშათა წიაღიდან გამოსული ლეხ ვალენსა ჩაუდგა სათავეში. გვიყვება უთანასწორო ბრძოლაზე კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად – საბოლოოდ – გამარჯვებით დასრულდა.
ცხოვრების დაუმთავრებელი წიგნი
20,00 ₾სოფიო მორჩილაძის (1913 1992) მოგონებებით „ცხოვრების დაუმთავრებელი წიგნი“ ვიწყებთ სერიას „მოწმე და მონაწილე“. ავტორი გაიზარდა გურიის სოფელ ძიმითში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ თბილისში რამდენიმე საშუალო სკოლის დირექტორი, ღვაწლმოსისი მასწავლებელი იყო. მის მოგონებებში იგრძნობა ადამიანი, რომელიც პროფესიულ მოვალეობებს ერთგულად და პატიოსნად ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ხედავს სისტემის დანაშაულსაც და ფარისევლობასაც. ეს წიგნი კარგად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა გვიანი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა და როგორ ზეწოლას განიცდიდა სკოლის დირექტორი.
ფიხტეს ეთიკა
16,60 ₾ნაშრომი ეძღვნება გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიის ანალიზს.
ავტორის მიზანია აჩვენოს, თუ რა ლოგიკური აუცილებლობით მივიდა ფიხტეს სახით კანტისშემდგომი იდეალისტური ფილოსოფია დიალექტიკის თეორიის შექმნამდე, რა პერსპექტივებს ატარებდა ფიხტეს დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური თეორია ობიექტურ-იდეალისტური ხაზით განვითარების თვალსაზრისით და რა რაციონალურ მომენტებს შეიცავდა ეს თეორია მატერიალისტურ საფუძველზე გადასამუშავებლად;
ნაშრომში გაანალიზებულია აგრეთვე, ზნეობის პრინციპის ფიხტესეული დაფუძნება და ნაცადია მასში არსებული რაციონალური მომენტების წარმოჩენა.
პოლიტიკური პიარი და ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები
21,60 ₾მიმდინარე პოლიტიკურად დაძაბულ, არასტაბილურ გარემოში მწვავე მსჯელობა გლობალურ საფრთხეებზე და კონკრეტულად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვასა და პროპაგანდის გავლენაზე კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მაგდა კოტრიკაძის წიგნში დეტალურად არის ახსნილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ახალი გამოწვევები და რისკები, განხილულია პოლიტიკური პროპაგანდის ზემოქმედება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.
შეშლილთა ნეკროპოლისი
20,00 ₾დიდი შინაგანი თავისუფლება სჭირდება მწერალს, რომ მის მიერ გამოძერწილი პერსონაჟები მკითხველის ცნობიერებაში იმგვარად დამკვიდრდნენ, როგორც ამას ალექსანდრე კაკიაშვილი ახერხებს. ეს წიგნი სწორედ პიროვნული თავისუფლებისა და მისკენ სწრაფვის გზაზე მავალი ადამიანების უმძმეს ფსიქოლოგიურ ნარატივს მოიცავს, რაც, საერთო ჯამში, მკითხველში ერთდროულად იწვევს უდიდეს სევდას და სიხარულს იმის გამო, რომ თითქმის ყველა პერსონაჟი ამ წიგნისა ან ეწირება საკუთარ მრწამსს ან ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის.
ლიდერობა
34,95 ₾ჰენრი კისინჯერმა, გამორჩეულმა დიპლომატმა და სახელმწიფო მოღვაწემ, თავის ბოლო წიგნში „ლიდერობა“ მიმზიდველად დახატა მეოცე საუკუნის ექვსი დიდი მოღვაწის პორტრეტი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოების სისუსტე განმაახლებელ ძალაში მოაქციეს, გამოიკვლია მათი სტრატეგია და გააანალიზა, თუ როგორ ჩამოაყალიბეს ამ ლიდერებმა თავიანთი ქვეყნები და მსოფლიო.
კონრად ადენაუერმა კრიტიკული ნაბიჯები გადადგა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის რეპუტაციისა და ლეგიტიმაციის აღსადგენად და ის კვლავ გამოიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე „მორჩილების სტრატეგიის“ მეშვეობით. შარლ დე გოლმა საფრანგეთის ისტორიული სიდიადის დასაბრუნებლად გამოიყენა ძლიერი „ნება, როგორც სტრატეგია“, დაყოფილი ქვეყანა აქცია სტაბილურ და აყვავებულ სახელმწიფოდ და დააყენა გამარჯვებული მოკავშირეების გვერდით. ცივი ომის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, რიჩარდ ნიქსონმა შეერთებულ შტატებს სტრატეგიული უპირატესობა მოუპოვა „წონასწორობის სტრატეგიით“. ანვარ სადათმა თავისი არაბი მოკავშირეებისგან განსხვავებული მიდგომა შეიმუშავა ისრაელთან დაკავშირებით და „გადალახვის სტრატეგიის“ საშუალებით მშვიდობის ხედვა შემოიტანა ახლო აღმოსავლეთში; მან ეგვიპტე ჩამოაშორა საბჭოთა კავშირს და დაუახლოვა აშშ-ს. ლი კვან იუმ კულტურულად მრავალფეროვანი და ღარიბი პატარა კუნძული გარდაქმნა გლობალურ ფინანსურ ცენტრად და „სრულყოფილების სტრატეგიით“ შექმნა ძლიერი ქალაქი-სახელმწიფო – სინგაპური. მარგარეტ თეტჩერმა „დარწმუნების სტრატეგიით“ შეაჩერა დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივი დაცემა, გაზარდა მისი მნიშვნელობა თავისუფალი ბაზრისთვის, აღადგინა თავისი ქვეყნის მორალი და საერთაშორისო პოზიცია.
„ლიდერობის დიადი მაგალითები, – წერს ჰენრი კისინჯერი, – ამაღლებულისა და უაღრესად მიწიერის შეხლა-შეჯახებით იქმნება, ოცნებისა და ქმნადობის ურთიერთშეჯერებით. ამ დროს, ასევე გასათვალისწინებელია პიროვნული ძალისხმევის ფაქტორიც, სიღრმისეული ისტორიული ხედვა, დახვეწილი სტრატეგია და ხასიათის სრულყოფა. დიდი ხნის წინათ, სტოიკოსი ფილოსოფოსი ეპიქტეტე წერდა: ჩვენ არ ძალგვიძს გარეგან ვითარებათა არჩევა, თუმცა მუდამ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ ვითარებებთან გამკლავების გზაო. ლიდერთა დანიშნულებაც სწორედ ისაა, სწორი გეზი მისცენ ამგვარ არჩევანს და მის განსახორციელებლად შთააგონონ საკუთარი ხალხი“.
ის, რაც ეთერში არ მითქვამს
19,95 ₾„რა არის შენთვის სამშობლო?“ გვეკითხებოდნენ სკოლაში და თემებსაც გვაწერინებდნენ პატრიოტულ მოტივებზე. მაშინ რა ვიცოდი, რა იყო სამშობლო ან რისთვის უნდა შემედარებინა, როცა სხვა არაფერი მქონდა ნანახი. სამაგიეროდ ახლა ზუსტად ვიცი, რომ სამშობლო მიწის ის ნაგლეჯია, რომელზეც შენი სურვილით არ დაბადებულხარ, მაგრამ იქ დამხვდურებმა – ბებია, ბაბუა, მამიდა, ბიძა, დეიდა რომ ჰქვიათ, იმდენი სიყვარული დაგაბერტყეს თავზე, რომ სხვაგან, ბევრად უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს პირობებში მცხოვრებს, გული არ გიდგება და მხოლოდ იმ ქუჩებში ხარ ბედნიერი, მათთან ერთად რომ დააბიჯებდი ხელჩაკიდებული; მათ ნაცხოვრებ სახლთან ჩავლისას გული რომ ყელთან მოგებჯინება და, თუმცა აღარსად გელოდებიან, მაინც რომ ვერ შორდები ქალაქს, სადაც მათი ხელშენავლები ერთი ნივთი მაინც გეგულება.
ეს წიგნი ჩემს თაობას იმ სამშობლოს გაახსენებს, საბჭოთა კავშირის თხუთმეტ რესპუბლიკას შორის რომ იყო იძულებით გამოკეტილი; 90-იანების არეულ, ომგამოვლილ და გაღატაკებულ სამშობლოსაც, უკვე დამოუკიდებელს, მაგრამ ჩაბნელებულსა და ნავთის ქურებით გამთბარს, რომელშიც, გაჭირვების მიუხედავად, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და მომავალს იმედის თვალით ვუყურებდით. და თუ ჩემი მოგონებების წაკითხვისას ნოსტალგიის თბილი ნიავი თქვენს ბედნიერ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“ – თეა გვასალია
ვირთაგვა
14,95 ₾მერაბი ახალი ამბების რედაქტორია, ტელევიზია სარდაფში აქვთ, მიწის ზემოთ კი ცისფერი ვეშაპები ქლორით რეცხავენ ადამიანთა ტვინებს. მერაბს ემუქრებიან, ასეთი წერილიც მიიღო: „audio failebi ar gamoaqveyno! virtxebtan ertad dagmarxaven, shen shvilzec gefiqra, nabozaro!“. მანქანაში წიწაკის სპრეის ინახავს, უნდა რომ მოასწროს და სახეში შეაფრქვიოს თავდამსხმელებს. სპრეი რას უშველის, მაინც დალეწავენ! მერაბის კოლეგებსაც სცემეს, დაალილავეს. მსხვერპლებს სახე უნდა ჰქონდეთ დაზიანებული, დავალებაა ეგეთი, ზევიდან.
მაგრამ განსხვავებული ხმების დამხშობებს, „კაცების პარტიას“ მერაბისთვის სხვა გეგმა აქვს, ცემაზე უარესი, ისეთი, მერაბის არეულ თავშიც რომ არ მოიხარშებოდა.
მერაბის კატამ კნუტები დაყარა, ნეტავი არ დაეყარა…
მკვდრის მზე
19,95 ₾გიორგი შატბერაშვილი (1910-1965 წწ.) მეოცე საუკუნის გამორჩეული ავტორია. წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს, საბავშვო პროზას, მასვე ეკუთვნის ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ჩანაწერებიც, რომლებიც „თვალადური ქართულის ჭაშნიკშია“ გაერთიანებული. 30-იანი წლების რეპრესიებს ვერც ის გადაურჩა და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა რეაბილიტირებული. „მკვდრის მზე“ გიორგი შატბერაშვილმა 1959 წელს დაწერა და ეს მოთხრობა მისი შემოქმედების გვირგვინად ითვლება დღემდე.
„ყველა, ვინც ლიტერატურას არა მხოლოდ ტვინით, გულითაც ცდილობს, ჩასწვდეს, ადვილად მიხვდება: მწერალს, რომელიც ახერხებს, ასე ბუნებრივად და დამაჯერებლად შეახვედროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟები, ასე გულწრფელად გაესაუბროს მათ, საჯილდაო სიტყვის ლოდი არათუ ადგილიდან დაძრული, უკვე, სულ ცოტა, მკერდამდე მაინც აქვს ატანილი… ეს იმდენად აშკარაა, რომ თითქმის ყველა ავტორი, ვისაც კი გიორგი შატბერაშვილის შესახებ დაუწერია რამე, თავს მოვალედ თვლის, იგი „ლოდის ამწევად“ მოიხსენიოს.
უწინარეს ყოვლისა, საჭიროა აღინიშნოს მოთხრობის უნაკლო, დარბაისლური ქართული, რომელიც, ამავე დროს, დიალექტური სურნელით არის გაჟღენთილი, მაგრამ ეს ისეთი ოსტატობით არის გაკეთებული, რომ ტექსტში დიალექტიზმები რაღაცით გამორჩეულ, მარკირებულ ელემენტებად არ აღიქმება. მათი არსებობა თითქმის არც კი იგრძნობა.
მთელ მოთხრობაში, მთელ მის სივრცეში გამუდმებით იგრძნობა სიკვდილისა და სიცოცხლის განუყოფლობა, მათი ორგანული მთლიანობა – სიკვდილ-სიცოცხლის ეს ერთიანობა ჩანს ყველაფერში“. – ზაზა კვერცხიშვილი